პოეზია · ლირიკა
მარტის ღამე
ვერაფერისგან არაფერს ვხატავ,ყველა ფერის რომ დატევა მართებს;ბუხარში ამ დროს ჩამოდის კატა,მარტის ღამეა და სიზმარს მართმევს.
გამინატრულდით ცოცხლებო ძილში,გაგინატრულდით ცხადშო მე თავად,რა მომთენთავად ტბორდება შიშიდა დგება მუხლსში რა მომთენთავად.
შიშის ტბორიდან ამოზრდილ ტოტზედევს რამე ფთილა თუ ყორნის ჩრდილი;მოვრბივარ მომდევს, მოვრბივარ მომდევსდა პარანგივით მიმწუთხებს ტკივილს.
ამ ტკივილს – ერთგულ ძუძუმტეს ჩემსასვაგზავნი თქვენთან და ჩრდილში ვდგები, –და ვხედავ – გზა–გზა ღამეებს კემსავს,სიზმარში ნახულ ქალღმერთის თმებით.
დაყვება კვალში ღარიბი შუქიციცინათელის ღარიბი ცეცხლი,და ვცდილობ, მაგრამ ნურავის უკვირს, –რომ ჩემი ნებით ვერაფერს ვერ ვცვლი.
ვერაფერისგან არაფერს ვხატავ,ყველა ფერის რომ დატევა მართებს;ბუხარში ამ დროს ჩამოდის კატა,მარტის ღამეა და სიზმარს მართმევს.