პოეზია · ლირიკა
ლექსი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)
ჭვრეტენ ზრდას, ლტოლვას, მოლივლივეს ნათლის წიაღში.თუმც ვინ აუღებს ალღოს მრუდე ფესვთა ტყვეობას:შემაძრწუნებლად სმენადქცეულნი, უკუნ სიბნელეს ჩაფრენილები,გარდასახვას რომ ლამობენ მისას?
მათ შიშის ზარი, ელდა სჭირდებათ, თუმც შორეული.ცოდნის ზედმეტად მოახლოება - სასიკვდილოა.იგავი გვამცნობს გულმოწყალედ და შეფარულად.
სიტყვა და ხატი:უმკაცრესი იმპერიის მდუმარ ბჭეთა წინ მოსაგრეობენუსასრულოდ, როგორც მცველები;ლამის რუნული ნიშანია, იდუმალებით მოსილი ძილი,რომელიც მისი მშვენიერების უნატიფეს ქუთუთოს მიღმაღრმა უფსკრულს მალავს.