პოეზია · ლირიკა
წრიპიკო და წრუკა
ორღობეში ჩაიარეს,ჭალა დარჩა უკან,აღარ ახსოვთ არც კაკალიდა არც-ატმის კურკა.ნეტავ საით იჩქარიანწრიპიკო და წრუკა?
თურმე მტრედმა დაურეკათაგუნიებს დილით,რომ წყალგაღმა,სადაც ტყეამაღალი და ხშირი,ფისუნია ავადაა,მარტოა და ტირის.
აი,თურმე რატომ ჩქარობსორი თაგვი ასე…და ნიავი მიაცილებთყვავილოვან გზაზე.ფისოსათვის საჩუქარიმიაქვთ,მართლაც, კარგი:სულ ახალი,დიდი ფოტოფეხბურთელი თაგვის.