პოეზია · ლირიკა
*** "შენ სათვალავში არა ხარ სხვებთან"
შენ სათვალავში არა ხარ სხვებთან...შენ ცალკე, სადღაც სიღრმეში მყევხარ!..მე ყველას ვუძღვნი ცოტ-ცოტა სითბოს,შენ სულ სხვა ცრემლს და სიყვარულს ითხოვ...წუხს ახლა ღამე, დაღლილი ჩემით,ვზივარ და გიწერ პატარა წერილს,ვზივარ და ლანდი დამცინის ჩემი,ეს, მერამდენე გასულა წელი!..