პოეზია · ლირიკა
თბილისი
მკერდზე გაყრია მთვარის სადაფიდა შენი ფესვით ჩათხრილ სარდაფშიდენთის კასრივით დევს ჩემი გულიდა იმ გულს ერთგულს ძაღლივით უვლის:ოცნება, შიში, რწმენა და ფიქრი...რადგან შენს ხელში გამთბარი ჭიქითმათაც შეუსვამთ, ნექტარი მსგავსი,ღვინო თუ შხამი... და მისი ფასიარ ეგულებათ აღარაფერი,გულს კი, დუმილის ნესტით გაბერილს,ვეღარ ითვისებს ჩემი სხეული,შენს გამო ათას ჩრდილად ქცეული,ათას სარკმელად გამოღებული,ათას უბორბლო ეტლში შებმული,დაკორძებული ათასი კოპითდა მაინც სავსე იმ დიდი გრძნობით,რომელსაც ვერ კლავს ყულფი და ტყვია,რომელსაც შენთვის სიცოცხლე ჰქვია,რადგან ჩამთვალე შენ ამის ღირსად,რადგან ტოტი ვარ მეც შენი ხისა,რადგან კირი ვარ შენი კედლისადა სისხლიც, იმ კირს რომ ჩაეგლისა,და ახლაც ყველა შენი უბანი,ვით წყალი ძალით დანაგუბარი,მე მეხეთქება და არა ჯებირს,მისი ფერადი და მწარე შხეფიმე მხემს სახეში...
1970