პოეზია · ლირიკა
თეთრი მინდორი
მე ჩამეძინა და ძილშიც ვგრძნობდი,როგორ ფეთქავდა სარკმელში ტოტი,და როგორც ტოტის ცახცახა ჩრდილი,ხელს მაფარებდა თვალებზე ძილიდა აღარ ჩანდი, მე კი ვწვალობდი,მაგრამ შენს სახეს ვერ ვიხსენებდიგულს იხეთქავდა ჩიტი გალობითდა თეთრ მინდორზე იდგნენ ცხენები:არწევდნენ მინდორს დაბმული ბუშტისდა წყალმცენარის მოძრაობებით,ცა ივსებოდა ღრუბლის კოპებით.ნელა ქრებოდა სინათლე სუსტი,მე კი ვერაფრით ვერ ვახერხებდიშენს წარმოდგენას..შენი ფეხებით სხვა დადიოდა. შენი სახელიც,სხვას ეკუთვნოდა შენი სახელი!ვიჯექი უცხო სახლის კიბეზე დამაწამებდა ჩემი სიბეცე,ჩემი სისუსტე და სიღატაკე.და ჩემი სულის ქვის იატაკზეშენი არსება ჩრდილად ქცეუილი,როგორც სულისთვის უცხო სხეულიუძრავად იდგა.1967წ