↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვრამეტი მარტი

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25534 ნახვა

—
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი....თვრამეტი უკვე გასული წელი,თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდიდა წელზე ახალ მეგობრის ხელი.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი,ერთად ატანა მზისა და თოვლის....და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის,ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის...ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს...დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...
და შენს კაბაში ირხევა ქალიდა ნაზი ბინდი ედება თვალებს,და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე,დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.
და როგორც ღვინო ან როგორც ბროლი,ქუჩა სავსეა თრთოლვით და დენით...და როგორც ღამე უეცარ სროლით,ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.
და აი, ისიც! გაშლილ აფრებითმოსულა ვიღაც და გიცდის კართან,მე კი ჩუმად ვწერ და არაფერიარ შემიძლია სიჩუმის გარდა.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...თვრამეტი უკვე გასული წელი,თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდიდა წელზე ახალ მეგობრის ხელი.1959წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი