პოეზია · ლირიკა
თოვლი
ბელა ახმადულინას
ჩვეულებრივად ვხვდებოდით ღამეს,ჩვეულებრივად ვხვდებოდით დილას:სტუმრებს ღიმილით ვაწვდიდით სკამებს,უცხოსთან თავი გვეჭირა ფრთხილად.
და სწორედ ამ დროს მოვიდა იგიდა მოეფინა გარინდულ ქუჩებს,და გაუქმებულ კარების იქითახალი სივრცე გაიხსნა უცებ.
და თოვლის ირგვლივ შეგროვდა ხალხიდა ყველას თოვლი ეკერა პირზედა თოვლს სიმღერით ისედაც დაღლილს,სთხოვდნენ ემღერა ისევ და ისევ.
ის კი მღეროდა თხოვნის გარეშე,კეთილი სული ცის და მფრინავთადა გაოცებულ ხალხის თვალებშითავგანწირული სიმი ბრწყინავდა.
მე ვუყურებდი დაღლილ მეგობარს.ხმა კი მესმოდა უფრო ზემოდან.მე ვუყურებდი და სულ მეგონა,რომ გადნებოდა და გაქრებოდა.
მართლაც მოვიდა იანვრის დილა,სულ სხვა ფიქრებით და საქმით სავსე.და თვითმფრინავის მწუხარე ჩრდილმაგადაიარა ქალაქის თავზე"
1963