პოეზია · ლირიკა
ზოოპარკი
1დათვი მუცელს იფხანს თათით,დილიდანვე უცდის სადილს.“რა თქმა უნდა, ტყეში ჯობდა,წაბლიც მქონდა,თაფლიც მქონდა -ალბათ ასე ფიქრობს დათვიდა თან მუცელს იფხანს თათით.
2გველს კი თავი ქვაზე უდევსდა სისინებს: “არ მაქვს ბუდე,მაგრამ მაინც ყველას ვძულვარ,თუმცა ჩემით არ მოვსულვარ”.
3ისევ ღამეს ელის მგელი,ისევ ერთი მიზანი აქვს...თავს კი ასე ინუგეშებს -“ვნახოთ, იქნებ სიზმარია?!”
4- შენ ვიღა ხარ?- ფოცხვერი,- როგორა ხარ?- რა მიშავს.- მაინც მაინც?- მოწყენილი.- რა გინდა?- რა მინდა და... გამიშვან.
5ხეპრე ზებრა არც უყურებსსაწყალ ირმის ხრიოკ ეზოსდა თან ისე იბუტება,თითქოს ძალით შეღებესო.
6კენგურუ სწრაფია,როგორც ენგური.“ენგურო” უნდა ერქვასკენგურუს.
7ისე მოდის ბეგემოტი,თითქოს იცის, რისთვის მოდის.
8მთელი ქვეყნის გაოცებასცდილობს სპილო,ბავშვები კი აბრაზებენ:“სპილო-წვრილო!”
9ეს კი ჩვენი ნიანგია,ძველი მკვიდრი თბილისის.ერთხელ კუდიც შეარხიაშარშანწინისწინისწინ.
10არც უყურებს სტუმრებს წერო:“სად მცალია, ლექსებს ვწერო”.დაუწყვია ზურგზე ფრთები,მზეზე თბება.
11ძირს ყრია:სვავები,ქორები,არწივები -როგორც დამსხვრეული ტანკის ნაწილები.
12ფარშევანგი არცერთს არ გავს -დედოფალი იყოს თითქოს-დღე და ღამე იმას ფიქრობს,რას დაიხატ-დაიქარგავს.“ახლა ასე ვიღა იცვამს?!” -უკვირს ციცარს.
13ლომს კი ძინავსდა მძინარეცყველა მხეცზე ლამაზია.არც ბუხუნებს...თუმცა ბუხუნსგალიაში რა ფასი აქვს.
1963