პოეზია · ლირიკა
ზამთრის პირველი დღე
უკვე ყველანი ვუცდიდით ზამთარს:ფოთლები გაქრნენ, ხოლო ჩიტებმაკვლავ გადალახეს მისჯილი ცხრა მთა,ბუნების გულის დასამშვიდებლად.
ყველანი ცქერად იყვნენ ქცეულნი,თითქოს შეცვლიდა რამეს ზამთარი,ან თითქოს მისი მძიმე სხეულიარ იყო ჩვენი გადასატანი.
მეც იქ ვიყავი, მაგრამ ვერაფრითვერ მოვუნახე აზრი მოლოდინს,თუმცა ყველაზე მეტად ვღელავდიდა შეთქმულივით ვდუმდი ბოლომდის.
ხოლო სათქმელი, ცხოველის მსგავსად,ბორგავდა სულში და მოითხოვდაგამომჟღავნებას და ხალხში გავლას,ანუ ყინვაში გასვლას სითბოდან.
მაგრამ მე უცებ ვიგრძენი ნათლადგანუსაზღვრელი ძალა წერტილის,და ალბათ მაშინ გადაწყდა მართლა,რაც კი მეგონა გადაწყვეტილი.
მერე კი დადგა აღთქმული წამი,ყველასგან უკვე ბევრჯერ ხილული:ძლივს აითრია ფეხები ღამემდა აბრჭყვიალდა მზეზე ყინული
1966