↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვწევარ და ვუსმენ

ჭილაძე ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი40772 ნახვა

—
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარიკედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილსგაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -ვხვდები ცახცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარიკედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი