↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავ გლახ გულო

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2009-08-121 წთ საკითხავი1843 ნახვა

—
შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით?მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით!ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მუდამით?მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!მშვენს სახეს იფარამ მუნ დარიდარა!ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი მუნდარიდარა!ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა!მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ კრძალვით, რიდებით!მკრა ეშხის ლახვარი დანასობითა,დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა,მან სევდა მიმტაცა დანასობითა!ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!კეკლუც-ნაზი ტანად მან ისაროსა,წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა!სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი