↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტანო ტატანო

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2026-07-181 წთ საკითხავი1865 ნახვა

—
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი