პოეზია · ლირიკა
სტვენს ბულბული
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,ხმა საბრალოდ მეამედა;კოცნა ვეღარ გაებედასაბრალო აირა,ხმა დამთვრალო აირა,მაისობ, ისარს ისობ,ის გიხარის, ვაი, რა!
ეტყვის: "ვარდო, შენი სახეოდეს ვნახე, მექმნა მახე!შენსა ფერსა სული ვახე!საბრალო აირა,ხმა დამთვრალო აირა,მაისობ, ისარს ისობ,ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:უმზეობით დაემალა;ბულბულს სული გაეცალა!საბრალო აირა,ხმა დამთვრალო აირა,მაისობ, ისარს ისობ,ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!საბრალო აირა,ხმა დამთვრალო აირა,მაისობ, ისარს ისობ,ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეეწყალა,ლალის ფარდა გარდაშალა;მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!საბრალო აირალხმა დამთვრალო აირა,მაისობ, ისარს ისობ,ის გიხარის, ვაი, რა!