პოეზია · ლირიკა
სევდის ბაღს შეველ
სევდის ბაღს შეველ შენაღონები:მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.ვარდმან შემრისხა თავმომწონები,ისარი მტყორცა დასამონები:სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;მითხრა: «იფიქრე გულს ნაქონები,მისთვის იქმნები დასაყოვნები!»ვერ მივხვდი მახვილგანაწონები,მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონებიიასა ვჰკითხე - მუნ იდგა ნაზი:ვარდსა რად უქმენ კართა სარაზი?ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!მანცა განმაგდო: «გარეგან გაზი,შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!შენის გონებით იქნები რაზი:ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!»რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე,ვეუბნებოდი: შენ წარმიმართეიწროს გზის პოვნად - გზები გაქვს ფართე.ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე!შავ გულსა ლხინი შენ მოუსართე!შემომითვალოს: რა უკუღმართე?რად მომიგონა მოუგონები?!ნარგიზი ვნახე შებრალებითა,ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;მითხრა: «ყარიბო!» - მონაზებითა -«ვარდი მით არის გულდაკლებითა,რომ შენი იყო თავდადებითა -შენ რისთვის დასთმე სხვისა ხლებითა?თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა -რად გიკვირს გასწყრეს ცეცხლმოდებითა?ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!»დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები,ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები,ვიყავ ბედისა დამაბრალები.ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები:ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,თავი მაქვს მისთვის შენაწონები!