↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხსნელი

ეკიზაშვილი გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1640 ნახვა

—
"პატივი ეცით ადამიანის უფლებას იყოს გიჟი"სალვადორ დალი
დაიმსხვრა...გამოუსწორებლად...საბოლოოდ...ნანგრევებად იქცადა მტვრადდაიმსხვრა...არა კაცის ხელითარა ღმერთის ნებითარამედ საკუთარი ვნებითთვითმოშთენისა...დაიმსხვრა...და ჩამოწვა ღამესიბნელეში აკიაფდა ორი ნათელი,თვალები ტყიურისა, რომელიციყო მარტორქა ან ტახიდაიმსხვრა...და ადამიანთან მოვიდა მხეცირომელსაც კეფაზე ეწერა "666"და მხეცზე იჯდა აბჯაროსანი ვინმერომელიც იგულვეს "ძე"-დ.დაიმსხვრა...და საათის ისრები უკუღმა დატრიალდაიყო სამი საათი დღის ან ღამისან სულაც 22 და 1/2და არ იყო ჟამიდა არ იყო დროდაიმსხვრა...და ნამსხვრევთა გროვაშიმოყვა ქალი, რომელსაცჰქონდა თევზის კუდი და რომელსაცერქვა ალლადაიმსხვრა...და ქალის გვერდით პირაღმა იწვამამაკაცი უზომოდ აპრეხილი ულვაშებითდა უზომოდ დიდი მამაკაცური ნიშნითრომელიც გამჭოლად ხვრეტდა სურათსრომელზედაც ეხატა ლურჯი ცამრუმე ღრუბლებით და კიდევ რაღაც,ცხენი თუ კენტავრი ან იქნებ...დაიმსხვრა...და კაბადონზე აკიაფდაშავი ვარსკვლავი, რომელიც არ ანათებდა,მხოლოდ ცეცხლის ისრებს ტყორცნიდა მიწასდა ადამიანებს ახსენებდაინკვიზიციას და აუტოდაფესდაიმსხვრა...ისე, რომ ნამსხვრევებსაც ვერ გაარჩევდაკაცის თვალიდა იყო ნამსხვრევები მანამ, სანამ არმოვიდა ხელოვანი დანამსხვრევთა ევერესტზე ამაყად შემდგარმაარ თქვა სიტყვა:"ოდენ სინამდვილის ნანგრევებში ხარობს სიზმრის ყვავილი".
1. Salvador (ესპ.) - მხსნელი
ეკიზაშვილი გიორგი

ეკიზაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი