↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარადისობა

ეკიზაშვილი გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1640 ნახვა

—
გ. დ.-ს
დუმილი... ღმერთი გარდაიცვალა...ეშმა ქვესკნელში საბერველს ბერავს,რწმენადაცლილი, მიტოვებული,ვიწრო ოთახში კითხულობ ნერვალს.ცის მდუმარებამ დაგიხშო სმენა,მიწას ედება კუპრის ტალღები,გარეუბანში, ნანგრევთა შორის,სამყაროს სიკვდილს ყეფენ ძაღლები.იხრწნება ხორცი, იმსხვრევა სული,ზეზეულ კვდება ყვავილთა ჯარი,მშობლების ცოდვას კითხავენ შვილებს,გადაეგება ადამის გვარი.ახალ მესიას ვეღარ იხილავ,ყოფნა-არყოფნის დასრულდა ომი,და რჩება მხოლოდ მრუმე სიბნელედა ჩონჩხის გვერდით ნერვალის ტომი.
ეკიზაშვილი გიორგი

ეკიზაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი