პოეზია · ლირიკა
* * * პეპელას ფრთა
პეპელას ფრთა,ან შეიძლება სხვა რამღამეული მწერისა,რომელიც სიბნელიდანსინათლეს მოაშურებს,კუნჭულში იმალებადა მერე შუაღამისასბნელ ოთახში იწყებს ფრენასდა თუ დილამდე შემორჩადა ფანჯარას ვეღარ მიაგნოან კვდება ადამიანთა სამყოფელშიან კლავენ ერთი დარტყმით,როგორც რაღაც მომაბეზრებელს,მოფრინავეს და მოზუზუნეს...მწერი კვდება, გადის დრო.ტანი ხმება და რჩება ფარფატა ფრთა,რომელიც ოდესღაც სძლევდა ჰაერისწინააღმდეგობას და მიწის მიზიდულობასნიუტონის ჯიბრზე...და რჩება ფრთა...ფრთხილად აიღე და შუქზე გახედე -ფრთაზე რაღაც ხაზები და რგოლებია,ერთი სიტყვით, იეროგლიფებიჩვენთვის სრულიად უცხო ენისა დაესოდენ დაშორებული სამყაროსი -უყურე და სცადე,იქნებ წაიკითხო, რას გვითვლის ის სამყაროამ სამყაროს უგულო შვილებს...წაიკითხე და აღმოაჩენუცნობში ახალს...