პოეზია · ლირიკა
* * * გარეუბნის უშნოდ აყუდებული სახლების
გარეუბნის უშნოდ აყუდებულისახლების შუაგულშიროგორც ნაშთი გარდასულისილამაზისაპატარა იტალიური ეზოჩუქურთმიანი აივანირკინის კიბისმორყეული ჭრიალა საფეხურებიაქ-იქ ჩამტვრეულიბებერი კაცის კბილებივითაყრილი ასფალტი, რუხი მიწაზაფრანის სუნილურსმანზე ჩამოკონწიალებულიქალის წინდაში გახვეულიხახვის თავებიყურძნის მტევნებიდაჩამიჩებულიჭრელა-ჭრულა საცვლებიდასანახად გამოკიდული...სიცხე, მოთენთილი ამინდიუძრავი ჰაერიდა სიჩუმე...აივანზე ვდგევარ დადუმილის სიმძიმილიგულზე მაწვებაფორტეპიანოზეც კი არავინ უკრავსცალი თითით გამებს ან"ძაღლების მარშს"...დროა ასეთიუძრავიუაზროუმუსიკო...