პოეზია · ლირიკა
სონეტი 43 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
თვალებს დავხუჭავ, რადგან ვიცი, ფუჭად ვირჯები,შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნებიდა იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას.
იქ შენი ჩრდილიც დამიჩრდილავს ღამეულ ხილვას,იქაც დამხვდება მე ეს ნატვრა სააქაოსი,რომ დაემგზავრო სიზმრებიდან მოვლენილ დილასდა სამზეოშიც დამიამო ვნების ქაოსი!
რომ ჩემთვის იყო მაცოცხლებელ სხივთა მხლებელი,რომ დღის სინათლეს დაემადლო დიდი პატივით,რომ მიცვალებულ ზმანებათა საბრძანებელიაღარ მიხმობდეს საპაემნოდ ანდამატივით.ნეტავი ღამეს დილის ვალი აღარ ეხადოსდა შენი სახე მზისქვეშეთშიც გამომეცხადოს.