↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 42 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებად მაღონებს,თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,მან შეგიყვარა ჩემი გრძნობის მონა ხარ,მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.მე თუ დაგკარგე, შენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინედა, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება,მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ,მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი