↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 41 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
შენი ცოდვები, თავგასული შენი ანცობა,როცა დროდადრო ჩემთვის გრძნობას ვეღარ იმეტებ,ეპატიება შენს მშვენიერ ყმაწვილკაცობას,ყოველდღიური ცთუნებებით სავსე იმედებს.გეტრფიან, რადგან კარგი ხარ და კეთილშობილი,მოგერიება შემოტევის გიმძიმთ ლამაზებს,ვიცი ვერ შეძლებ უარის თქმას ქალის შობილი,თუ თვითონ ქალი საკუთარ თავს შემოგთავაზებს.ვაგლახ, შენ ჩემი სამფლობელოც აღარ დაინდე,ვეღარ ალაგმე ჟინი შენი ყმაწვილკაცური,ისე გალაღდი, ჩემს მიმართაც ვერ ირაინდედა ასე გატყდა ორი ფიცი, დღემდე დაცული:მან მიღალატა, ვისაც სატრფოდ ვთვლიდი ამდენ ხანს,და შენც ვერ ასცდი სამეგობრო ფიცის გატეხას.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი