↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 44 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,ვერ დავაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,ვერ მომქანცავენ გზებზე გადახვეულიდა უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,გაფიქრება და – სადაც გინდა გადაფრინდები.ერთი დარდი მკლავს – ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,შორით წასულო, ფრთები შენთან ვერარ გამაჩენს,წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ცემი არსებითდა მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,რადგან წყალი ვარ, წყლად დავრცები, ცრემლად დაღვრილი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი