↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 45 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
ჰაერი წმინდა, ცეცხლი წმინდა – ორი კავშირიგამოგვიგზავნე, ვით მუდმივი ორი მსახური.შენ შემოგწირე სანახევდროდ სული დაშლილი:ჰაერი ფიქრად, ცეცხლი ვნებად გარდასახული.როცა ორივეს შენ გიგზავნი ტრფიალის ელჩად,ვგრძნობ, ჩემი სულის ნახევარი როგორ მომაკლდა,სიცოცხლის ოთხი კავშირიდან ორიღა შემრჩადა გაძარცული დავემსგავსე ნამდვილ მომაკვდავს.ასე მგონია ბედი შავად გამმრუდებია,თქვენც, დარჩენილო იმედებო, ჩანხართ ობლებად,მაგრამ ელჩები შორეთიდან კვლავ ბრუნდებიან,ჩემი მიჯნურის კარგად ყოფნის მახარობლებად.ვღაღადობ, დაბრუნდნენ, არესრულეს თავის მიზანი,მაგრამ, ვაგლახ, რომ ხვალ ორივეს გამოგიგზავნი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი