↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 46 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,მეტოქეებმა ვერ შეძლეს შენი გაყოფა ,ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეთილი,თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონებადა მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,გულს საკუტრებად დარჩა სენი გულისნადები.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი