↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 47 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21588 ნახვა

—
ჩემს გულს და თვალებს კავშირი აქვთ თურმე ფარული,მოყვარესავით სწყალობს ერთი თურმე მეორეს;როცა გულს ძლიერ შეაწუხებს ზღვა სიყვარულიდა როცა თვალი ამას მზერით გაიმეორებს,
მაშინ შენს ერთგულ მაყურებლად იქცევა თვალიდა გულსაც უხმობს, ვით მსახიობს, დაგხვდეს სცენაზე,გულსაც სწადია დაუბრუნოს მოყვარეს ვალიდა თვალს მასპინძლობს ოცნებების გამოფენაზე.
და რადგან ასე ყოველ დილით კვლავ მეორდება,თვალი იმ ტკივილს რომ ანელებს, გულს რომ ვნებია,მათი წყალობით შენზე ფიქრი მეც არ მშორდებადა მივდევ იმ ფიქრს, შენ რომ კვალში აგდევნებია.როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული,მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი