↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 48 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
ბევრს გადავყრივარ წუთისოფლად ბოროტის მზრახველს,ვიცნობ მათს მოდგმას და მტაცებლურ ზნეს და ხასიათს,მიტომაც გზაზე როცა გავალ, ვუმალავ მნახველსჩემთვის საყვარელ ძვირფას ნივთს, თუ იაფფასიანს.
მაგრამ შენ საით გადაგმალო, ჩემო საუნჯე,არ ვიცი, როგორ გაგარიდო ქურდს და უკეთურს?ჩემო სიმდიდრე, ამ მტაცებლებს რომ გადაურჩე,რომელ სიფრთხილეს დავეძალო განსაკუთრებულს?
ჩემს ცარიელ გულს თავშესაფრად მიტომ გთავაზობ,სადაც ვერავის შეეძლება შენი მხილება,სადაც შენს ყოფნას თვით ინებებ, ჩემო ლამაზო,და არყოფნაშიც აღარავინ შეგეცილება.მაგრამ, ვაითუ, გამოიგნონ ჩემს გულთან კვალიდა მტაცებლებმა შენც და გულსაც დაადგან თვალი?!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი