↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 49 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
ის დროც დადგება, – თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვისდა სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.
ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლითდა შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.
ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,წარმავალობის სინანული გაათკეცდებადა ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევსმე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.
...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი