პოეზია · ლირიკა
* * * მძიმეა ხვედრი ტყვექმნილისა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
მძიმეა ხვედრი ტყვექმნილისა, სულისთვის - ორწილ...და რაკი სულმა დაითმინა ხორცის ტყვეობა,გახარებს სათნო ანგელოსის მეურვეობა -ზეიმ და ზეიმ, თავო ჩემო ქორწილ და ქორწილ.
სიბნელე სულით დაიძლევა, სინათლე - ხორცითდა სწორედ ამად, - სინათლესთან რომ არ მეომა, -შენ შეგავედრე ზენაარის კეთილმძლეობა -ტკივილ და ტკივილ, სულო ჩემო, ბორძიკ და ბორძიკ.
ვიცი, წახვალ და სხივმოსილი თანვე წამიტან,მეც შენთან ერთად გავურბივარ დასაბამიდანხორციელების ქედმაღლობას, სიცილს და ქირქილს.
შენა ხარ სიბრძნე განგებისი, ნიჭი გრძნეული,მშვენიერების გაცხადება ქვეშეცნეული, -და შენგნით ვისთვლით მსოფლიონი სამყაროს გვირგვინს...