↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს იყო ხილვა ხორციელი, თუ დამესიზმრა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1523 ნახვა

—
ეს იყო ხილვა ხორციელი, თუ დამესიზმრაშენთან ყოფნა და გალაღება, შენთან ლამუნი,მაგრამ მიწის ხმამ ჩააჩუმა ცის სალამურიდა ხატის ნაცვლად ჩანახატი დამრჩა ესკიზად.
დავკარგე შენი უცხო სახე, სახე ფრესკისა,დარდებით ტყვექმნილს მომეახლა ბნელში ამური,განქარდა ხილვა - ცრემლიანი და საღამური,გამიუცხოვდა შთაგონება და გამესხვისა...
ვერ გვიხსნის ძრწოლვა, სიბნელეში ხელის ცეცება, -ამურის ცეცხლი საიდანმე წამოგვეწევა,რომ ჩაკლას ვეფხვის შემართება, სწრაფვა ირმისა.
ასე წამერთვა ნუგეშინი და ნეტარებადა დღე, - რომელიც შუაღამეს დაედარება, -ჩამავალი მზის კაეშანმა მოაყირმიზა...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი