↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1516 ნახვა

—
გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა,ბედი მომძახის ავბედითი ფრთების სავსავით,რომ კვლავ შემასვას სასიკვდილო სამსალასავითამქვეყნიური ვაებანი, შიში და ელდა.
ხმობენ ჩრდილები, ფუთფუთებენ, ღამეში ვლენ დაკვლავ მაზავებენ უჩვეულო ცრემლის საზავით,მინდა ბნელს მოვწყდე სულთმობრძავი ფარვანასავითდა საწუთროდან უკუმდგარი მოვიქცე შენდა,
რომ მოვიძიო ბილიკები ცის და მნათობის,სულს დაებედოს ღვთაებრივი ცეცხლით შებურვადა დაიბრუნოს სიმსუბუქე პირველქმნადობის
ხორციელების ტყვეობაში დამძიმებულმადა გზა, რომელზეც ანგელოსთა ხმები ჩაესმა,ცას შეუსართოს სიყვარულმა უზეშთაესმა.

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი