პოეზია · ლირიკა
* * * ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი,წინ რომ გზა გიძევს გასავლელი, გასახვეწავი, -ცრემლებთან რა გაქვს სათხოვარი და სახვეწარი,ისეც აგავსებს გაზაფხულის წვიმა და თქეში.
თქვენც, ტკივილებო, მოილიეთ კვალი და გეში,თორემ მე ბედკრულს - ქვეყნის ბრუნვას რაც გავეცანი, -ცისკრის ნათელში მებლანდება მწუხრის ზეწარიდა ღამის ჩრდილი მელანდება შუადღის მზეში.
რბიან დღეები, არყოფნისკენ ისწრაფიან დამიწა არ მიფენს ძველებურად მწვანე ფიანდაზს,რომ წუთით მაინც გავერიდო ქრობას და ჭკნობას,
რომ შევაჩერო ულმობელი დროის წრებრუნვადა წუთისოფლის უხანობით შეიწრებულმათვალი შევავლო სიყვარულის ღვთაებრივ ნობათს...