↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ის გადმოეშვა დედამიწის დახშულ სფეროზე (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1520 ნახვა

—
ის გადმოეშვა დედამიწის დახშულ სფეროზედა რა იხილა ჯოჯოხეთის ძრწოლვა და გმინვა,სალხინებელში აიტაცა მეუფის სხივმადა მის საჭვრეტად აღებრწყინა, ვით ასპიროზი.
დახვდა ცის თაღი - მზეასხმული, როგორც ფირუზიდა ჩვენს ბედდამწვარ სამშობლოში - ნათელ და მჭვირვალღვთის საუფლოში აღავლინა საღამოს წირვადა კვლავ განზავდა თვალშეუდგამ ცის საფირონში.
ალიგიერის ქებას ვამბობ - სულმნათ დანტესი,ვისაც განუდგა ლაფდასხმული მისი მამულიმიძინებული საუკუნის იმ სიზანტეში.
შევნატრი მის ხვედრს: ნუთუ, ღმერთო, ეგზომ შორიამისი გოლგოთა, მისი ცრემლი, გზა უამური,თვისტომთა წყევლა, მარტოობა და ექსორია...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი