↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მარმარის ნატეხს - გამომზირალს ცივად და მკაცრად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1521 ნახვა

—
მარმარის ნატეხს - გამომზირალს ცივად და მკაცრად -რად დაემგზავრა, მშვენიერო, ხვედრი კეთილი? -და წარმავლობას - უკვდავებად გამოკვეთილიქმნილება ებრძვის შემოქმედის ჯუფთად და ნაცვლად.
შედეგი რჩება სრულქმნილებად, მიზეზი - ნაცრად,და ხელოვნება ბუნებაზე - მსახვრალ ბედივითიმარჯვებს თითქოს, რათა ჟამი მიწყივ მედინიქვის ქმნილებაში ჩაამკვიდროს, ჩადოს და ჩაწნას.
ასე, საჭრეთელს შეუძლია სულ სხვა მისნობა,რომ ჩვენს სიცოცხლეს მიანიჭოს მარადისობა;და როს სხეული ხრწნადობისთვის შეემზადება,
შენ, ქვადქცეული, გააგრძელებ დროში მგზავრობასდა ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატებაჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას.

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი