↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არარაისგან ღმერთმა შექმნა დრო-ჟამის ხატი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1513 ნახვა

—
არარაისგან ღმერთმა შექმნა დრო-ჟამის ხატი,მან შესაქმემდე კი არ შექმნა იგი - არამედწარმავალობის ხელშეუვალ სიაშკარავედშექმნა დღე-ღამე, მზე და მთვარე, ბნელი და ცხადი.
არსმა ყოველმა დაიუფლა ორივე მნათიდა მხოლოდ მე ერთს - თვალში ცრემლით, გულში ვარამით -ღამის სიბნელედ დამებედა და სიწკვარამედდილა და მწუხრი, მზე და მთვარე, ქმნილი და ქმნადი; -
რომ ხორცმა ჩემმა, როგორც სასძლოს, როგორც საბედოს,სულსაც ბნელი და უკუნეთი შემოაფეთოს,ვიდრე ამქვეყნად შემოვწერდე სავალს და სარბენს; -
ვიდრე აღსავლით აღმოხდება სხივთა კრებული,და სული ჩემი - საქორწინოდ გაცისკრებული -წავა და უცხო წიაღებში სინათლეს წარფენს...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი