↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიწისთვის ერთკერძ მუშაკობენ მხეცნი და კაცნი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1521 ნახვა

—
მიწისთვის ერთკერძ მუშაკობენ მხეცნი და კაცნიდა როცა სული მეუფისა ცისკენ გვეწევა, -ქვის ქმნილებაში იკვეთება და იძერწებაუზენაესის ჩანაფიქრი, შრომა და ღვაწლი.
და მეც შენს ნებას, სიცოცხლეო, არა და არ ვცვლი,თუმც გაზაფხულის მოლოდინში - როგორც ენძელა, -დამზრალი სული ყინულეთში დაიძენძება,რომ ხელში შეგვრჩეს გულქვაობა, სუსხი და ღვარძლი.
რას იზამ, სულო, ტკივილები ვერ დავიამეთ,დაბნელდა ცა და, სიჩუმეში, ცივ და ყიამეთღამის წყვდიადში გადაეშვა ნათება მნათის.
ან ამ უაზრო ცისქვეშეთში ვით ვიარსებო,როცა ბოროტი კეთილს ძალავს, ხოლო გარშემოისმის ფუთფუთი წარმავლობის - ხრწნილის და ხრწნადის....

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი