↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვიცი, დრო მოვა, - ისევ უნდოდ, ისევ ავგულად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1514 ნახვა

—
ვიცი, დრო მოვა, - ისევ უნდოდ, ისევ ავგულადახმიანდება ბედის ზარი: ჟამი ილევა...აძრწუნებს ჩემს სულს ქვეყნის ბიწი და ცთომილებადა მოლოდინში ჩალეულა და ჩაკარგულა.
ბედმა შური და უნდობლობა მრავლად მარგუნა,ცოდვის ბურანში ჩათვლემილა ყოვლი ქმნილება,ხოლო სიმართლე დავიწყებას ეძმობილებაწრფელ ოცნებათა დასამცრობად და დასათრგუნად.
მაგრამ ვინ არის გამკითხავი: დაძრწის სიკვდილიდა ყოველივეს ანადგურებს... სასომიხდილირომ ვამუნათებ წუთისოფლის მუხთალ კანონებს, -
ნუთუ, უფალო, უნაპირო შენი სინათლე, -რომელიც სულში სასოებად ჩაგვიბინადრე, -რისხვის მაგიერ სიყვარულით დაგვამწყალობებს?

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი