↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აპრილის მეცამეტე ღამის ცამეტი სიმართლე

კილაძე მაია

2026-07-181 წთ საკითხავი1148 ნახვა

—
ცამეტმა ვარსკვლავმა ერთად დაინახა,როგორ ჩამოიშალაცამეტი სიცოცხლის სიგრძის ნაწნავებიღამედდა რომ გაიღიმა,ზუსტად ცამეტი კბილი გამოუჩნდა თურმე, -ასე ამბობს მეთორმეტე ვარსკვლავი.
ცამეტჯერ უყვარდა თავდავიწყებითდა პატარძლად ერგო დავიწყებას.
ცამეტი კოცნა დამალა აპრილმა იმ ღამესთავისი კალთით,ჯერ უკოცნელი გრილი თითებით.
ცამეტჯერ ჩაისუნთქა დაერთხელაც ვერ ამოისუნთქა.
სახე დაიხოკეს სალექსე ფურცლებმადა კალმით დასერილებსბლანტე მელანისწვეთავთსისხლივით.
ცამეტ ფანჯარაში შეიხედა და ცამეტიმართალი ფიქრი გაიგონა.
პირობითია, ყველაფერი პირობითია,სიცოცხლეც, სიკვდილიც.
შენი სიზმრები მაჩუქეო, ვიდრე მეცვისწავლი ოცნებას.როგორ ვაჩუქო?მე ხომყოველ ღამესიზმარეთში ვკარგავ გზასდაყოველ დილითხელახლა ვიწყებ რეალობის ძებნას.
ცამეტჯერ წაუვა მზეს გული,ვიდრე აფროდიტე ყოჩივარდებით შეიმოსება.
მერე ეოსი შუბლზე აკოცებს მთვარეს,რომელიც მზეზე მშობიარობას გადაჰყვება.
და მზის პირველ ტირილამდეფეხს წამოკრავ საკუთარ სხეულს,უსიამოვნოდ რომ მოგედება,როგორც ბავშვობისას სუპში მოტივტივე ხახვი,ბაღში რომ ჭამის მადას გიკარგავდადა მერე შენს ულუფას დიდ, მწვანე ქვაბშიღვრიდავიღაც დეიდა,ცოცხით რომ დადიოდა ხოლმე,როცა შენ თამაშობდი.
მაგრამ ახლა არავინ მოვა, რომ შენიფიქრები გადახვეტოსშემოდგომისფოთლებივით.
მოდი, რადგან ამ რეალობაში დავიბადეთ,ჩვენი არსებობა იმდენჯერ გავიმეოროთ,რომ სიკვდილმაც ზეპირად ისწავლოს,ვიდრე სამუდამოდ აგვიკვიატებს
კილაძე მაია

კილაძე მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი