პოეზია · ლირიკა
გაიარეს და
ჩვენი ცხოვრება ძაფიაისე, როგორც ბერძნულ მითებში,გახსოვს, სამი და ერთი თვალით,სიცოცხლის ბოლოს ძაფს რომ ჭრიან ხოლმე მაკრატლით?
ვიბადებით და ჩვენს ძაფს ართავსქალ-მარიამითხელი თითებით.
ერთმანეთს ვხვდებით,ხელისგულებზე გვეტყობა ჩვენი ძაფების სიგრძე(მომეცი ხელი, დავატოლო,ჩემი ხაზი შენსას თუ მისდევს)და ორი ძაფი ერთმანეთს ერთვის,რომ გახდეს უფრო გამძლე და სქელი.მერე მოქსოვოს თბილი სვიტრი,მარტოობის დროს მოსაცმელი.მოქსოვოს ბადე, რომელიც იჭერსბედნიერ წამებს,კადრებს,ღიმილებს,როგორც თევზებს.დაწნას ჰამაკი, საღამოების გასატარებლადვარსკვლავების ქვეშ. . .
მაგრამ, ძვირფასო,რაც არ უნდა მჭიდროდ დაგვართან,ძაფის ბოლოს ორი აქვს წვერიდა თუ სხვადასხვა მხარეს გაქაჩავ. . .
ორი ვერასდროს გახდება ერთი.