პოეზია · ლირიკა
* * * "ვიღვიძებთ დილით"
ვიღვიძებთ დილითუფრო ადრე შენ, ან-მე,ან - ორივე ერთად.ვსვამთ ჩაის,მაგრამ მე არასდროს გისხამ.გავდივართ სახლიდანჯერ მე, ან - შენ,ან - ორივე ერთად.ან სახლში ვრჩებითხან შენ, ხან მე,ხან ორივე ერთად.საღამოს ეწევი სიგარეტს შენ,მე ვკითხულობ ლოცვასდა ვწვებითჯერ მე, ან - შენ,ან ორივე ერთადდა ყოველთვისმარცხნივ შენ,მარჯვნივ - მედა ყოველთვისშენ - შენს სახლში,მე- ჩემს სახლშიდა არასდროს ერთად.