პოეზია · ლირიკა
მოთქმასავით მინდა ვიმეორო შენი სახელი
მოთქმასავითმინდა ვიმეორო შენი სახელი,სა-(ა)ხე-(ე)ლი (ი). . .სა-ხეავარიდე ფიქრს.ხე-ლიავაფარე მზეს,მწვავს.მეგავიყოლებ ომსდა წავალთ ისე,დასაბრუნებლადროგორც არასდროს მიდიან დასა-დღაცგაშლილ ზღვაში ჩავახრჩობ შიშს,მანამდე, ვიდრე დაიწყებაომი,მეძავი,თავისთან რომ იხმობს სხვის ქმრებს.ხე-დავიმ გემს?თითებივით აწყობს მკერდზე ზღვა მლაშე შხეფებსსპარტანელი მეზღვაურების შიშველ სხეულებს,სხეულებს, ცოლებზე უფრო მეტად მზისგან ნაფერებს. . .გასცდნენ ნაპირებს.დოლი ბრაგუნით რიტმს დაუთვლისნიჩბის მოსმისას,სა-(ა)ხე-(ე)ლი (ი),სა-(ა)ხე-(ე)ლი (ი). . .მოთქმასავით უთვლის ნაბიჯებს.ლამის გავგიჟდე.მე მოვკლავ ომს,რომ დაბრუნდე ისე,წასასვლელადროგორც არასდროს ბრუნდებიან.