↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სიტყვებივით მქაჩავდნენ სისხლს"

კილაძე მაია

2026-07-182 წთ საკითხავი1152 ნახვა

—
"იბადებოდნენ გერმანიაში, საბერძნეთში,რუსეთში, ამერიკაში და სხვ.და მერე ალბათ სწუხდნენ ამაზე. . ."
სიტყვებივით მქაჩავდნენ სისხლს დაერთიც არ დამცდა.ხელი მაჯაზე მომიჭირა ბოლოს ექიმმა,თითის წვერიდან,თითო წვეთიდან დაიწყო დათვლა.ჩემს სისხლს იკვლევს.მე უბრალოდ ვიხსენებ სიზმარს(როგორც საძოვარს, შეესენ ღრუბლები ზეცასდა მზე - მწყემსიფეხშიშველი ჩრდილში წამოწვა).ექიმი ითვლის ერითროციტებს. . .იკვლევს, მაგრამ ვერასდროს გამოიცნობსჩემი სისხლის გრძელ ისტორიას.როგორ ვუთხრა(ან რას გაიგებს),რომ დავიბადე ცხრა ზღვის გადმოღმა,საზღვრის გადმოღმა,რომ მთელი დღე დედა და მამასაუბრობენ ჩვეულებრივად(დედას ოდნავი აქცენტი აქვს)და ძილის წინსაიდუმლოენით მიამბობსუცნაურ ზღაპარსფერეიდანზე,სადაც ჩურჩულით ასწავლიან დიდები ბავშვებს,რომ თუ ოდესმე ცისარტყელის ქვეშ გაივლიან,ნახავენ გურჯისტანსდა რომ ისინი ყოველი წვიმის შემდეგ უყურებენ ცას.რომ ერთხელაც დიდი წვიმის შემდეგ იპოვიან გზას. . .და ვიდრე ისინი დაბრუნდებიან,ჩემმა სისხლმა მიატოვა მშიერი მიწა,სადაც პირველად გადაიყვლიფა მუხლი დედაჩემმა,სადაც თურმეჩემი ბავშვობის იავნანის,მხოლოდ ჩემი და დედის ენაზე საუბრობს ყველა. . .და რომ მერე მელოდა დიდხანს(სწორედ იმდეს, გაზაფხულის მოსვლას რომ უნდა),რომ დავიბადე ცხრა ზღვის გადმოღმა.ხომ ვერასოდეს მიხვდებიან ხელსაწყოები(ან რა აზრი აქვს, მოვუყვე),რომ ხელფეხივით შემეკრა გზები,რომ სისხლივით გამიშრა სიტყვა,რომ სიზმარივით შორეული და უცხოა მიწა,სადაც ქალს, რომლის მუცლიდანაც დავიბადე,დაარქვეს დედა.რომლის მუცლიდანაც დავიბადეცხრა თვის,ცხრა ზღვისდა საზღვრის გადმოღმადა დავკარგე მიწა,როდესაც წეროს მოვუტაცივარ დედის ზღაპრიდან.
კილაძე მაია

კილაძე მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი