პოეზია · ლირიკა
ქართველს თრიალეთი უხმობს
საყვარელო, ირმის ჯოგებსთრიალეთში უძოვიათ,ჩემი დაკარგული განძიდუხაბორებს უპოვიათ.
მალაკანებს უპოვიათჩემი ხვასტაგი და რემა,ქციის ხრამში ჩაესვენასისპეტაკე ნაადრევად.
ბაღუაშო, კლდეკარიდანრისხვა გრიგალივით წივის,ჩამონგრეულ ფიტარეთშიწინაპრების სული ყივის.
წინაპრები...თორემ ვიცი,მიწას დუხაბორიც უვლის,ყელი გამოღადრული მაქვს,ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.
დროა, ჩამოჰკარით ზარებს,სამშვიდობოს დაჰკართ ბუკებს,ჩემი თრიალეთი გიხმობთ,სისხლი გიხმობთ ტარაბუკებს!
ქაჩალგორა,გომარეთი,ასპინძა და აწყური,გული კაცის, თუ გულია,არ იქნება მაცდური.
ასპარა დაგედაკლარი,ფარავანი,ბარეთი,ჩამოშლილი თმებით შემხვდნენ,შემხვდნენ სიმწუხარეთი.
ბაღუაშო, კლდეკარიდანრისხვა გრიგალივით წივის,ჩამონგრეულ ფიტარეთშიწინაპრების სული ყივის.
წინაპრები...თორემ ვიცი,მიწას დუხაბორიც უვლის,ყელი გამოღადრული მაქვს,ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.