↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიჭის მაგივრად დაწერილი ლექსი თებერვალზე

კილაძე მაია

2026-07-181 წთ საკითხავი1156 ნახვა

—
რა ადრე დადგა წელს თებერვალი,წყალი ჩაგვიდგა,სხვებს ალბათ ხეში,შენ კი - თვალებში.გკოცნი ხელებზე,გეუბნები,რომ მომენატრა შენი თითებით მოზელილი პურის სურნელი.შენ მსაყვედურობ, რომ გავზარმაცდიდა ორ ნაბიჯზე მეზარება ჩასვლა საყიდლად.გიყვები ამბავს ერთი გრძელი მოგზაურობის,გეუბნები, როგორ აცივდა,როგორ დავკარგეთ ერთმანეთი,რომ ჩემი ახლა არავის ესმის(თქვი, რომ შენს გარდა).რომ როცა ვდუმვარ,ამბობენ, რომ რაღაცას ვითხოვ,ვამბობ, არ ვიცი,ისინი წერენ, რომ მე ვამტკიცებ. . .გიყვები ზღვაზე,შენ გახსენდება ომი, რომელიც. . .თავს გადებ თავზე,ჩურჩულით ვამბობ, რომ დავიღალე,რომ მიწასავით დავიღალე,შენ სხვებს უყვები, რომ მე გავლოთდი. . .
რა ადრე დადგა წელს თებერვალი,ერთგულო ცოლო,ხეში არა დასაძირკველში ჩაგვიდგა წყალი.
კილაძე მაია

კილაძე მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი