↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაშუადღევს ნაჩურჩულები (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

თრაკლი გეორგ

2012-08-121 წთ საკითხავი1715 ნახვა

—
მზე შემოდგომურად - დამფრთხალი და ნელი,და სწყდება ნაყოფი მძიმედ მშვიდ ხეებსსიჩუმე ბინადრობს ამ ლურჯ ოთახებშიტაატით მიმავალ და თბილ ნაშუადღევს.
კვლავ სიკვდილს დათესენ ლითონის ჩქამებიდა თეთრი ნადირი ეცემა მიწაზე,მუქი გოგონების მდორე სიმღერებიერთვის ფოთოლცვენის სევდიან სინაზეს.
ღმერთის შუბლს მრავალი ფერი ესიზმრება,სიგიჟეს შეიგრძნობს ვეებაფრთებიანს.ბექობზე ცეკვავენ ფერხულში ლანდები,ხრწნისაგან არშია რომ შემოვლებიათ.
ღვინით და სიმშვიდით გაჯერდა მიმწუხრი,ჩუმად მოზუზუნებს სევდა გიტარათა,და როგორც სიზმარში, ისე დაბრუნდებიოთახის სითბოში საყვარელ ლამპართან.

თრაკლი გეორგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი