პოეზია · ლირიკა
აღსასრული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
თეთრ გუბე-ტბორებსგადაევლო გუნდი ფრინველთა.მწუხრის ჟამს ჩვენი ვარსკვლავებიდან ყინულოვანი ქარი რამ მოჰბერს.
ჩვენს სამარეებსღამე ჩამსხვრეულ შუბლს ჩამოაყრდნობს,მუხებქვეშ ვერცხლის ნავში ვირწევით.
რეკავს ქალაქის თეთრი კედლები.ეკლის თაღებქვეშ, ო, ძმაო, ჩემო,ჩვენ _ ბრმა ისრები, უციფერბლატო,შუაღამისკენ მივინამქრებით.