↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ათას რვაას სამოცდაათ ზოლიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-183 წთ საკითხავი95303 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ათას რვაას სამოცდაათზოლიდანიმ ადგილას, როგორც ძველი ჭადარი,აქ ჩამოდგა კონსტანტინოპოლიდანენერგიით დატვირთულითათარი.მან, რომელმაც მოიარა აფრიკაგამეტებით,მარტო თავის თანხლებითევროპაში გააშენა ფაბრიკაუმნიშვნელოსაბრუნავი თანხებით;მან თუთუნის გემოვნება გაიგო,მან იცოდა სიგარები გავანის,ბრაზილიის,ბორნეოსი, იავის,მათი გული,მათი ავან-ჩავანი.ეს თამბაქო შოკოლადის ფერიადა ამასაც ფერი ადევს თაგვისა,ბუნებრივი ყველა მშვენიერიაუცხრომელის ღირსი წვის და დაგვისა.მუშტრების წინარა ერთხელ უქია.ყველაფერზე ჰქონდა.თავის პათოსი,ნათელია, მოწითალო, მუქია,ამას ფერიუჩანს კოლორადოსი.ფერად ფოთლითსიგარას რომ ფარავდამან იცოდა მისი ეშხი,მვნებელი,ფერი იგი სიმაგრეს დაჰფარავდა,და არ იყო ძალის მაჩვენებელიამბავი კითითქო მერე იწყება,თუთუნისას რომ რჩებოდამხილებას,იწყებოდა მისი დახარისხება,რაც ითხოვდა მაგარ გამოცდილებას;თუ ფოთოლიკიდევ მწარე არ არის,ის თუთუნი არ იქნება მაგარი,გაგაბრუებს გემო მისი სიმწარის,ფაბრიკის კარსლუქი გადააკარი!სიგარაზე რად არისო პატარაუმნიშვნელო,მოყვითალო ლაქები,იმ სხივიდანმზემ რომ გადაატარადა ამოსწვა ნამი ზედ დანაგები?კარგს სიგარას,ნამეტნავად გავანის,სწევენ ნელა, ბოლო უგავს მინასა,ერთბაშად ხომ მიყრუებულ მარანისძველი ღვინო, როგორც წყალივინა სვა?შემდეგ მათი ბზის კოლოფში ჩაწყობა,ხუთი, ათი, ოცდახუთი და ასი.მძიმე ბეჭდითმათი შეურაცხყოფა.ხარისხის და მოსავალის ბაასზე.მალე ბაზარს მოევლინა სიგარამობრჭყვიალე კოლოფების ბროლებით.კონტრაბანდი ვინ უარჰყო? მიჰქარა!თუთუნს ყიდდენ ყალბი ბანდეროლებით.ყიდდენ თუთუნსგაცილებით იაფად,ბრაზილიის პლანტაციად ჩარიცხესსურნელებით, გემოვნებით, კიაფითყველა იყო -უმაღლესი ხარისხის.აიღებდა სიგარის ყუთს თათარიპერგამენტის ქაღალდებშიგახვევდა.სულ ცოტა და...ბანდეროლი მზათ არი,ეტიკეტს კი ოდნავ შემოახევდა.შემდეგ ამ ყუთს გამყიდველთან გზავნიდა.იქ მოგლიჯეს პერგამენტის ქაღალდი.დარჩა ყუთი და სიგარა თავდიდა,კონტრაბანდა ექსტრა, ახალთახალი!ახალია, ბანდეროლი არა აქვს,უბაჟოა, სწორედ საზღვარგარეთისუთავბოლოდ ნუ მოჰყვება ლაპარაკსვინც არ იცის გემოამ სიგარეტის.ეს თუთუნიც ბორნეოდან მოვიდა,ამის კიდევსამშობლოა-იავა.ღემედიოს! შენის სიახლოვითაკონტრაბანდამ ყველა დაანიავა,პორტსაიდის,ეგვიპტის და კაირისღირსებებზე ლაპარაკი მეტია,როს თუთუნის კიდევ ნაირ-ნაირისსამშობლო და კერააფხაზეთია.თათარს გული.სხვამ რამ უნდა გაუთბოს?თვის სიგარას, ეხლა საქმე ისთეა,თავს შეაკლავს და არავის დაუთმობსფაბრიკა აქვს, მხნეა,პაციფისტია!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი