↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელისი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

თრაკლი გეორგ

2012-08-121 წთ საკითხავი1724 ნახვა

—
სრულია სიმშვიდე ამ მოოქროვილი დღის,ბებერ მუხებქვეშჩნდები შენ ელის,გიფართოვდება დადუმებულს მრგვალი თვალები.
მათი სილურჯე მიჯნურთა მსუბუქ თვლემას ირეკლავს,შენს ბაგეებზე -იფერფლებოდნენ ვარდისფერი ოხვრანი მათი.
მწუხრზე მეთევზემ ამოზიდა ბადე ტბორიდან.კეთილი მწყემსიმიირეკავს ნახირს ტყის პირზე,ო, ელის, რარიგ მართალია შენი დღეები!
ჩუმად ეღვრება შიშველ გალავანსზეთისხილის ლურჯი სიმშვიდე.და უცებ წყდება ბერიკაცის ბნელი გალობა.
ოქროს პატარა ნავი მიარწევს,ელის, გულს შენსას ეულ ზეცაზე.
2ზარების ნაზი წკრიალი დგას ელისის მკერდშიშემწუხრებისას,როს თავი მძიმედ უვარდება ბნელ სასთუმალზე,
ნარის ეკლებში ლურჯი ნადირისისხლისაგან იცლება უხმოდ.
იქვე თალხი ხე დგას, გარიყული -და მძიმედ სწყდება ნაყოფი ლურჯი,
ბნელი ნიშნები და ვარსკვლავებიიძირებიან მწუხრის ტბორებში.
ბექობს გაღმა დაზამთრებულა.
ლურჯი მტრედებიღამღამობით ყინულოვან ოფლს ისრუტავენელისის ბროლის შუბლიდან რომ დის.
შავ გალავანთანისევ ზუზუნებსმარტოსული ქარი ღმერთისა.

თრაკლი გეორგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი