↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოვა სიბერე

სალუქვაძე ანზორ

2016-06-121 წთ საკითხავი938 ნახვა

—
სიცოცხლე მთების გადაღმა მიქრის,თვალი ყოველის ნახვას ინელებს,ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი,აღმოსავლეთით ველი სიბერეს.მოვა და თეთრად თმებს შემიღებავს,როცა ცხოვრებით დაღლილ ვიქნები,მოვლენ, მომთხოვენ პასუხისგებასლექსები – ჩემი ყრმობის ფიქრები.ვიტყვი მე: იმ დროს ვიყავი ბეციდა გულში მქონდა პატარა სევდა,უნაზეს თვალებს ვერ გავექეციდა სიყვარული ფეხდაფეხ მდევდა.რა ვუყოთ მერე, დრომ ასე იცის,ერთხელ ლექსებშიც მოვა ანთება,ახალგაზრდობა დაიწყებს სიცილს,კაცს სიყვარული დაემართება.სიცოცხლე მთების გადაღმა მიქრის,თვალი ყოველის ნახვას ინელებს,ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი,აღმოსავლეთით ველი სიბერეს.

სალუქვაძე ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი