↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იასამანი

სალუქვაძე ანზორ

2016-06-121 წთ საკითხავი949 ნახვა

—
გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,ასეთ სილამაზეს მივესალმები.ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,თუ არ ჩამატანეთ იასამნები!მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,ქალივით ჩურჩულებს იასამანი,თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში...ასეთ მაისებში გზაა სავალი!ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,თუ არ ჩამატანეთ იასამანი!

სალუქვაძე ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი